ალბათ
ყველას წაგიკითხავთ სხვადასხვა ქართულ cs საიტებზე დიდის ამბით დაწერილი
ერთი და იგივე სისულელე სერვერის გაკეთების შესახებ, რომ უნდა გადმოწეროთ
მათი შემოთავაზებული amx-ი თუ patch-ები, რომელიც მათივე რეკლამებითაა
სავსე, და რომ მეტი არაფერი არ უნდა სერვერის გაკეთებას და მორჩა,
ერთადერთი სიმართლე, რაც მანდ წერია პორტის გახნაზეა, ამიტომ ამის შესახებ
აქ არაფერს დავწერ დანარჩენი კი შემდეგში
მდგომარეობს:
1. პირველ რიგში გადაიწერეთ Counter-Strike
1.6 Server Creator აქედან
და ამოაარქივეთ 2. შემდეგ შექმენით პაპკა რომელიმე ლოკალურ
დისკზე, მაგ. D დისკზე და დაარქვით HLDS 3. დააკლიკეთ ორჯერ
ინსტალერს და მიუთითეთ თქვენი HLDS პაპკა რათა იქ დაინსტალირდეს, ამის
შემდეგ გააქტიურდება cmd და დაიწყება გადმოწერა, ინსტალერი ავტომატურად
გადმოწერს ყველა სერვერისათვის საჭირო ფაილს HLDS პაპკაში, დაელოდეთ
ბოლომდე, ავტომატურად გაითიშება. გადმოწერის ბოლოს თქვენი HLDS
პაპკა გახდება დაახლოებით 315 მბ. ამის შემდეგ გახსენით პაპკა და
ის იქნება ისეთი, როგორიც სურათზეა:
გახსენით cstrike
პაპკა და ის იქნება ასეთი:
4. შემდეგი ნაბიჯია
დაპატჩვა, პატჩი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან გადმოწერილი
პატჩი ამოაარქივეთ და ინსტალაციის ადგილში მიუთითეთ HLDS პაპკა. 5. შემდეგ ვაწესრიგებთ server.cfg-ს
იმისათვის რომ თქვენი სერვერი გამოჩნდეს ინტერნეტში:
გადმოწერეთ
ეს ფაილიდა შეცვალეთ ის რაც
პაპკაშია 6. შემდეგ შევდივართ HLDS\cstrike\liblist.gam, ვხსნით ტექსტურ რედაქტორში და
ვამატებთ ამ ხაზს: gamedll
"addons\metamod\dlls\metamod.dll"
7. ამის შემდეგ შექმენით სერვერის shortcut-ი
დესკტოპზე და გაუშვით სერვერი. ინსტალერი ავტომატურად აყენებს Amx Mod X
1.8.1-ს, ასე რომ არაფრის დამატება არ უნდა გარდა პლაგინებისა
თუკი თქვენი სურვილი
იქნება.
|